ლევან სანიკიძე - ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია, როგორც აფხაზეთი, ისე ე.წ სამხრეთ ოსეთი

საქართველოს ე.წ ხელისუფლება გეგმაზომიერად აქრობს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პუტინის გადაწყვეტილებას არავინ გამოხმაურებია, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტის კითხვას, „როგორ შეაფასებდით ვლადიმერ პუტინის ახალ ბრძანებას აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში ადამიანებისთვის პასპორტების ადგილზევე აღების გადაწყვეტილებას, რასაც ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია”.

სანიკიძის განმარტებით, რუსეთის ქმედება გასაკვირი არ არის, მაგრამ გასაკვირია ის, რომ ქართველებს „ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია, როგორც აფხაზეთი, ისე ე.წ სამხრეთ ოსეთი”.

„მე ის უფრო გამიკვირდებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას რომ გამოხმაურებოდა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ეუთოში უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას, სადაც სირიის მიერ აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის უკან წაღებაზე საუბარი იყო, ხმა არ მისცა.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც გეგმაზომიერად აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის საკითხს აქრობს, აქედან გამომდინარე, რუსეთის ქმედება საერთოდ არ არის გასაკვირი, გასაკვირია ის, რომ ჩვენ ქართველებს ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია, როგორც აფხაზეთი, ისე ე.წ სამხრეთ ოსეთი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულია”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს