ანდრეი ერმაკი - გადარჩენისა და მშვიდობის აღდგენის ერთადერთი შანსი შებრძოლებაა - საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება

გადარჩენისა და მშვიდობის აღდგენის ერთადერთი შანსი შებრძოლებაა. დიქტატორები არასდროს ჩერდებიან თავისი ნებით. დაშოშმინება მხოლოდ კიდევ უფრო დიდ ომებამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება და მთელი კაცობრიობა რისკის ქვეშაა.

“თუ აგრესორების ახალი ღერძი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ის აქ არ გაჩერდება. სწორედ ამიტომ, საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება - მთელი ევროპა რისკის ქვეშაა, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და მთელი კაცობრიობა”, - აცხადებს ერმაკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს