სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და ამას აღიარებს ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ

მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და ამას აღიარებს ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად გადააქცია.

„ეს არის ივანიშვილის მორიგი ე.წ სასამართლო პროცესი. ამ შენობაში ყველაფერია, გარდა სამართლისა, ყოველდღიურად ვუყურებთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და ამას აღიარებს ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ივანიშვილი მას ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას, რომ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, დროშა, რომელსაც დღეს ივანიშვილი და მისი გუნდი ფეხქვეშ თელავს და ვერ პატიობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. აქ მოვედი სოლიდარობისთვის, რადგან ამ შენობაში შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ მოსამართლეები ობიექტურ განაჩენს გამოიტანენ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა