სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში - მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები გაყინა - ეს სამართლიანობა არ არის, ეს მიზანმიმართული რეპრესიაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება და მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოყენებულ სასჯელს მიზანმიმართულ რეპრესიად აფასებს.

„ტერორი საქართველოში - მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე გაყინა - აშკარა სასჯელის აქტი. ეს სამართლიანობა არ არის. ეს მიზანმიმართული რეპრესიაა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს გამოცემა „ბათუმელებმა““გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ისინი აცხადებენ, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, რომელიც 47 ათას ლარს შეადგენს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს