ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკაში - საქართველოს ნაკრები ევროპის გოგონათა ოლიმპიადაში BTU-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მონაწილეობდა

ინფორმატიკაში ევროპის გოგონათა მე-5 ოლიმპიადა (EGOI) გერმანიაში ოფიციალურად დასრულდა. მასში უკვე მეოთხედ მონაწილეობდა საქართველოს ნაკრები, რომლის ერთადერთმა გამოცდილმა წევრმა გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

გოგოების ეროვნული ნაკრები გერმანიაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა (BTU) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) მხარდაჭერით გაემგზავრა.

EGOI ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ოლიმპიადაა ინფორმატიკაში. მისი მიზანი ტექნოლოგიებით დაინტერესებული, 20 წლამდე ასაკის, ნიჭიერი გოგოებისთვის ევროპის მასშტაბით გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო კონკურენციისა და კარიერული განვითარების პლატფორმის შექმნაა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის გოგონათა ოლიმპიადაში მონაწილეობა პირველად 2022 წელს მიიღო. მას შემდეგ ახალგაზრდა ქართველ გოგოებს მიღებული აქვთ 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. ამ ჩამონათვალს კი უკვე დაემატა გვანცა ხვედელიძის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი.

ქართველი მოსაწავლეები ოლიმპიადაში პროფესორ გიორგი მანდარიასა და ევროპის გოგოების ოლიმპიადის პრიზიორ ნინო ჩხაიძის ლიდერობით იმყოფებოდნენ.

ოლიმპიადაში მონაწილეობა არა მხოლოდ წარმოაჩენს საქართველოს ინტელექტუალურ პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ხელს უწყობს გოგოების მეტ ჩართულობას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

ინფორმატიკაში საქართველოს გოგოების ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს, რომელსაც დანიის მთავრობა აფინანსებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაში მონაწილეობის მხარდამჭერია, დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და ტექნოლოგიებში გენდერული ბალანსის დაცვის მიმართულებით.

წელს ნაკრების შემადგენლობაში შედიან:

  1. გიორგი მანდარია - დოქტორი, პროფესორი, გუნდის ლიდერი;
  2. ნინო ჩხაიძე - გოგოების ნაკრების ყოფილი სამგზის წევრი, ევროპის გოგოების ოლიმპიადის ერთგზის ბრინჯაოს (2022 წ.) და ორგზის ვერცხლის მედლის მფლობელი (2023-2024 წწ.), გუნდის თანალიდერი.
  3. გვანცა ხვედელიძე - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ევროპის გოგოების ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2023 წ.), საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი "მზიური";
  4. მარიამ ფიფია - ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი "მზიური";
  5. მარიამ ცაგარელი - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი "მზიური";
  6. ლიზი პავლიაშვილი - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი "მზიური".
  7. ნაკრების ლიდერები არიან გიორგი მანდარია (PhD) და ნინო ჩხაიძე – ევროპის ოლიმპიადების მრავალგზის მედალოსანი.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო