Webster University არის გლობალურ საგანმანათლებლო ქსელის მქონე ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც 1915 წელს დაარსდა აშშ-ში
მისურის შტატში და უკვე 100 წელზე მეტია უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხითა და სწავლების ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი მდებარეობს სენტ-ლუისში, ხოლო მისი საერთაშორისო ქსელი ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით — შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ჩინეთში, საბერძნეთსა და 2021 წლიდან უკვე საქართველოში.
Webster University Tbilisi — ვებსტერის თბილისის კამპუსი — გთავაზობთ შესაძლებლობას, მიიღო ამერიკული ხარისხის განათლება საქართველოში, გაიარო სწავლის კურსი თანამედროვე მიდგომებით და, რაც მთავარია, გახდე გლობალური აკადემიური საზოგადოების წევრი. სტუდენტები სწავლობენ ინგლისურ ენაზე, საერთაშორისო დონეზე აკრედიტებულ პროგრამებზე, და იღებენ ამერიკულ დიპლომს, რომელიც უმაღლესი აკადემიური სტანდარტების შესაბამისად არის აღიარებული.
Webster University Tbilisi-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ვებსტერის უნივერსიტეტის მსოფლიოს მასშტაბით არსებული კამპუსებიდან ნებისმიერში გაატარონ სწავლის 1 ან 2 სემესტრი. სტუდენტებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ პირველი კურსის დასრულების შემდეგ და სურვილისამებრ გადაანაწილონ სემესტრები. მაგალითად: 1 სემესტრი მეორე კურსზე ისწავლონ ვენის კამპუსში და მეორე სემესტრი მესამე კურსზე ისწავლონ სენტ ლუისში, ან მთლიანი 1 აკადემიური წელი გაატარონ სასურველ კამპუსში.
ეს შესაძლებლობა ნებისმიერი სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია და რაც მთავარია, საზღვარგარეთ სწავლის დროს მათ შეუნარჩუნდებათ საქართველოს კამპუსში სწავლის ღირებულება, რაც სხვა კამპუსებთან შედარებით 2-3-ჯერ ნაკლებია. კერძოდ თბილისის კამპუსში საქართველოს მოქალაქეებისთვის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900 $-ის ეკვივალენტი ლარში, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 17520€, ავსტრიაში - 23478€ , აშშ-ში - 32390 $, შვეიცარიაში კი - 35000 CHF.
ვებსტერი Study Abroad პროგრამის დახმარებით სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ მათ შორის შემდეგ კამპუსებში:
2025-2026 სასწავლო წლისთვის Webster University Tbilisi 4 საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს. ესენია:
რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, ახალი სასწავლო წლისთვის Webster University Tbilisi-ში შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე სწავლა:
ამერიკულ განათლებასა და დიპლომზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, უნივერსიტეტი აბიტურიენტებს, რომლებიც რეგისტრაციის დროს პირველ პრიორიტეტად Webster University Tbilisi-ს მიუთითებენ, 1400 $ ოდენობის გრანტს სთავაზობს.
უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"