არჩილ გორდულაძე - სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ და ახსნას ვითხოვთ, რას ითხოვენ ჩვენგან - „ქართულ ოცნება“ ოჯახურ ღირებულებებზე უარს არასოდეს იტყვის და არასოდეს დაუშვებს, რევოლუციების დასაფინანსებლად ქვეყანაში თანხები შემოედინებოდეს

ყველამ კეთილი ინებოს და ახსნას, რას ითხოვენ ჩვენგან - „ქართულ ოცნება", ჩვენს ხალხთან ერთად, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არასოდეს იტყვის და არასოდეს დაუშვებს, რომ ქვეყანაში თანხები შემოედინებოდეს, რითაც შემდეგ რევოლუციების დაფინანსება მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სუვერენიტეტის შენარჩუნება სხვის დაკრულზე ცეკვას არ ნიშნავს.

როგორც გორდულაძემ განაცხადა, სურთ, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მოიყვანონ, რომელიც სხვის დაკრულზე მშვენივრად იცხოვრებს.

„ძალიან რბილი სახელი ჰქვია - რეკომენდაციები. რეალურად, ეს რეკომენდაციები კი არ არის, პირიქით, მოთხოვნებია, რაც კარგად შველოდათ, მაგალთად, “ბოლშევიკებს”. მოსკოვში რაღაცას მოიფიქრებდნენ, შემდეგ ეს მოთხოვნები თბილისში ჩამოდიოდა და კარგი დღე ექნებოდათ მათ, ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებდა. ახლაც ზუსტად ეს დამოკიდებულებაა. არავითარი ახსნა-განმარტება არ არის, ეს შანტაჟიც კი არ არის, პირდაპირ დასჯის მცდელობაა იმ ადამიანებისა, ვინც სხვის დაკრულზე არ ცეკვავს. საქართველოში ქართული საზოგადოების სახით, არის აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც სხვის დაკრულზე არ ცეკვავს. სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ და ახსნას ვითხოვთ, რაშია პრობლემა. დამოუკიდებლობა გვინდა და სუვერენიტეტის შენარჩუნება სხვის დაკრულზე ცეკვას არ ნიშნავს. ყველამ კეთილი ინებოს და ახსნას, რას ითხოვენ ჩვენგან. „ქართული ოცნება“, ჩვენს ხალხთან ერთად, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არასოდეს იტყვის და არასოდეს დაუშვებს, რომ ქვეყანაში თანხები შემოედინებოდეს, რითაც შემდეგ რევოლუციების დაფინანსება მოხდება. კი, ბატონო, დააფინანსონ რევოლუციები, მაგრამ საზოგადოებას ანახონ, რომ რევოლუცია ფინანსდება. ადამიანები ცდილობენ, რომ საზოგადოება დააშინონ. ვიზალიბერალიზაცია მონაპოვარია და თან „ქართული ოცნების“ მიერ, დამსახურებაზე დაფუძნებული მონაპოვარია, მაგრამ იმუქრებიან, რომ ამ ყველაფერს გაგიუქმებთ, რადგან ოჯახურ ღირებულებებზე ხელს არ იღებთო. სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ქვეყნის ღირსებისა და მომავლისთვის შექმნილი ცვლილებები ვერ გადაიხდება მიუხედავად იმისა, ამას ვინ მოითხოვს და ვის მოუნდება, რომ დავალებები მოგვცეს,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი