ადვოკატი - მოთხოვნას გავაკეთებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ - მივმართავთ სახალხო დამცველსაც და მოვითხოვთ მის საკანში მომხდარი ფაქტის შესწავლას

გიორგი ბაჩიაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე რამდენიმე დღეა დაყენებულია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, არ მგონია, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შესახლებული პატიმარი კახი მეტრეველი, რომელმაც მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ქსნის ციხის პატიმარია, ადვოკატი აცხადებს, რომ მან ეს მედიის საშუალებით გაიგო.

„გიორგი ბაჩიაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე რამდენიმე დღეა დაყენებულია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, არ მგონია, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასული კვირის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვნახულობდით, ის აგრძელებდა მკურნალობას იმ დაზიანებების გათვალისწინებით, რომელიც მას მიაყენეს და შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა.

{რაც შეეხება კახი მეტრეველის შესახებ ინფორმაციას], ჩვენთვის ეს ცნობილი მედიის საშუალებით გახდა. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს - ის ნახევრად ღია თუ დახურული რეჟიმის პირობებში იხდიდა სასჯელს და როდის და რომელი დაწესებულებიდან, რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა გადმოყვანილი მე-8 დაწესებულებაში. ეს ინფორმაცია მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, თუ რა იდგა თავდასხმის უკან. ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს და მოვითხოვთ ამ საკითხის შესწავლას. ვფიქრობ, რომ გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს. მომავალ დღეებში, როდესაც ჩვენ მოთხოვნას გავაკეთებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ, მოვითხოვთ, რომ მე-8 პენიტენციური, „ვივამედისა“ და საბადრაგო სამსახურის სამხრე კამერები იყოს ამოღებული და დაარქივებული, რის შემდეგაც ჩვენ შეგვეძლება ამ ვიდეო მასალებს გავეცნოთ“,- განაცხადა დავით ჯანდიერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო