პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – „ბათუმელების“ წინააღმდეგ მიზანმიმართული და აგრესიული ზეწოლა ხორციელდება - ეს არის მცდელობა, ქვეყანაში მიუკერძოებელ მედიასაშუალებებს შუქი ჩაუქრონ

„ბათუმელების“ წინააღმდეგ მიზანმიმართული და აგრესიული ზეწოლა ხორციელდება - ეს არის მცდელობა, ქვეყანაში მიუკერძოებელ მედიასაშუალებებს შუქი ჩაუქრონ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, ეს არა ფინანსური დავა, არამედ დამოუკიდებელ მედიაზე პირდაპირი შეტევა და მზია ამაღლობელთან კონკრეტული ანგარიშსწორებაა.

„მიზანმიმართული და აგრესიული ზეწოლა ხორციელდება პოლიტპატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიერ დაარსებული დამოუკიდებელი მედიაგამოცემა “ბათუმელების“ წინააღმდეგ. გამოცემა, რომელიც ყოველთვის ობიექტურად და კრიტიკულად აშუქებდა ყველა ხელისუფლების მოქმედებებს, დღეს პირდაპირი დევნის ობიექტად იქცა.

„ოცნება“ მორიგ მცდელობას მიმართავს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხმა ჩაახშოს. ამისთვის კი იყენებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, შემოსავლების სამსახურს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცია.

მაშინ, როცა ამ სამსახურისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედიების ბიუჯეტის წინაშე არსებული ათეულობით მილიონი ლარის ვალი, სამსახური უარს ეუბნება “ბათუმელებს“ კანონით გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკზე, რომელიც ვალის ეტაპობრივ დაფარვას ითვალისწინებს.

ეს არ არის ფინანსური დავა - ეს არის პირდაპირი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე და კონკრეტული ანგარიშსწორება მზია ამაღლობელთან. ეს არის მცდელობა ქვეყანაში მიუკერძოებელ მედიებს ჩაუქრონ შუქი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. „ბათუმელები“ ცნობით, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, თუმცა გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო