ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავი კოლეჯის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი

ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავი კოლეჯის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბანგლადეშის საჰაერო ძალების F-7 BGI-ის ტიპის სასწავლო თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქ დაკაში მდებარე, Milestone School and College-ის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და კოლეჯის შენობას შეეჯახა.

ექიმების განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის უმეტესობა ბავშვები და მოზრდილები არიან, რომლებიც სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ბანგლადეშის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, მუჰამედ იუნუსმა განაცხადა, რომ მთავრობა ავიაკატასტროფის მიზეზის გამოძიების მიზნით ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს.

„ამ კატასტროფის შედეგად საჰაერო ძალების, სტუდენტების, მშობლებისა და მასწავლებლების მიერ განცდილი დანაკარგი აუნაზღაურებელია“, - განაცხადა მუჰამედ იუნუსმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს