როგორ ჩაიარა PLUS დაბადების დღემ - საინტერესო სტატისტიკა

PLUS-ის მე-8 დაბადებს დღე წელს კიდევ უფრო აქტიური და დასამახსოვრებელი იყო. 5 ივლისს უამრავმა ადამიანმა PLUS ქულებით შეიძინა დიდი ხნის ნანატრი ნივთები ნახევარ ფასად. გიზიარებთ საინტერესო სტატისტიკებს იმ დღიდან, რომელსაც ადამიანები მთელი წელი ელოდებიან:

ყველაზე სასურველი კატეგორია

ყველაზე მეტი PLUS ქულა ტექნიკაში გადაიცვალა, თუმცა ყველაზე მეტჯერ PLUS ქულები შოპინგის კატეგორიაში გადაცვალეს. თუ ძვირადღირებული ტექნიკისთვის ქულების შეგროვება შეუძლებლად გეჩვენებათ, აუცილებლად გაეცანით ბლოგს, რომელშიც რჩევებსა და ხრიკებს გიზიარებთ.

ონლაინ შოპინგი თუ ფიზიკური მაღაზია?

5 ივლისს ქალაქის სავაჭრო ცენტრებში დიდი რიგები, ხოლო ქუჩებში საცობები იყო. თუმცა, შეთავაზების გამოყენება ონლაინაც შეიძლებოდა. წელს ყოველმა მეათე ადამიანმა ონლაინ გადახდა აირჩია. მნიშვნელობა არ აქვს, ვირტუალურ სივრცეში შოპინგი გიყვართ, თუ ფიზიკური მაღაზიების თვალიერება, PLUS ქულების დასახარჯად თქვენთვის კომფორტულ გზას აუცილებლად გამონახავთ.

ვინ იშოპინგა ყველაზე მეტი?

PLUS შეთავაზების გამოყენება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეეძლო. მათ შორის, მათ ვინც AmEx საკრედიტო ბარათს იყენებს. მომხმარებლების 25.5%-მა Amex-ის ბარათზე შეგროვებული MR ქულები PLUS ქულებში გადაცვალა, ხოლო 84.4%-ი კი PLUS ბარათის აქტიური მომხმარებელი იყო. სწორედ PLUS ბარათის მუდმივი გამოყენებაა ქულების შეგროვების საუკეთესო გზა, თანაც ბარათის გააქტიურება უფასოდ სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.

როდისაა საუკეთესო დრო შოპინგისთვის?

შეთავაზებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეიძლებოდა. მომხმარებლების 14.32% – მა სასურველი ნივთები 12 საათამდე შეიძინა. სულ პირველი გადახდა კი 5 ივლისს 00:00:28-ზე დაფიქსირდა. თადარიგის დაჭერა წინდახედული ნაბიჯია, რომ შემთხვევით თქვენი სასურველი ნივთის მარაგი არ ამოიწუროს. ყველაზე მეტი ქულა დღის 11-12 საათზე დაიხარჯა, ყველაზე მეტმა ადამიანმა კი შუადღის 4-5 საათი შეარჩია საშოპინგოდ.

სისწრაფე და რაოდენობა

5 ივლისს PLUS ქულები ელვის სისწრაფით იხარჯებოდა, წუთში ყველაზე მეტი 306 გადახდა დაფიქსირდა, საათში კი – 15,299. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წუთს უამრავი ბედნიერი ადამიანი ბრუნდებოდა სახლში ახდენილი სურვილებით. პირველი მილიონი PLUS ქულა -01:07 საათზე, ხოლო ყველაზე მეტი - 126,430 ლარის PLUS ქულა, კი სულ რაღაც 1 წუთში გაიხარჯა.

ვისთვის არის PLUS ქულები?

PLUS ქულები ყველასთვისაა, 5 ივლისის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის ყველა მომხმარებელი დაპატიჟებულია. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, პროფესიას, ინტერესებს, მრავალფეროვან მაღზიებში აუცილებლად იპოვით იმას, რაც გაგახარებთ. წელს ყველაზე უფროსი ადამიანი, ვინც შეთავაზებით ისარგებლა და PLUS ქულები გადაცვალა, 89 წლის არის.

ასე რომ, გაითვალისწინეთ სტატისტიკები და მომავალში უკეთ დაგეგმეთ PLUS ქულებით შოპინგის დღე. თუ PLUS ბარათის გამოყენებას დაიწყებთ და შეთავაზებების გვერდსაც თვალყურს ადევნებთ, იმაზე მალე და მარტივად შეაგროვებთ სასურველ რაოდენობას, ვიდრე გგონიათ.

გადადით ბმულზე, გაეცანით დეტალებს და შეუკვეთეთ PLUS ბარათი უფასოდ.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო