„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარების ფარგლებში, ვაკის რაიონში მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.

„22 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ვაკის რაიონში, შატბერაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 22 ივლისს, საღამოს 23:00 საათიდან 23 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის N4-30, ტიციან ტაბიძის ქუჩას და შესახვევებს, ალ. აბაშელის, ცხვედაძის, რაზმაძის, ლია ელიავას, შოშიტაიშვილის, რადიანის, ჯანაშვილის, ქობულეთის, შროშის, ქუთათელაძის, ნაფარეულის, ერისთავის, ბაზალეთის, თაყაიშვილის, ნინო ჟვანიას, მარაბდის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირების და ბურკიაშვილის ქუჩებს. არაყიშვილის ქუჩა N8, 8ა, N20-26, N21-27, არაყიშვილის მე-2 ჩიხს, არაყიშვილის ქუჩა ბარნოვის ქუჩა N72-94, N77-83, ფალიაშვილის ქუჩა N1-33, N2-36, აბაშიძის ქუჩა N1-17, N2-16, აბაშიძის ქუჩა N 66, 20ა, კეკელიძის ქუჩა N17-25, N14, 16, 18.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება