ადვოკატი - საპროცესო იმავე ოპერის ნაწილია, რასაც ხელისუფლების უმაღლესი პირები პირველი დღიდან საჯაროდ სთავაზობდნენ - მზია ამაღლობელს ეუბნებიან: პატიმრობიდან თავის დაღწევისგან ერთადერთი შანსი გაქვს, დაიბრალე ყველაფერი

პატიმრობიდან თავის დაღწევის ერთადერთი შანსი გაქვს - დაიბრალე ყველაფერი და შემდეგ ვისაუბროთ რამდენს და როგორ შეგიმსუბუქებთ. ეს იყო ბრალდების დღევანდელი პოზიცია, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდების მხარის მხრიდან ადგილი აქვს ზეწოლას.

„ბრალდებას რამე განსაკუთრებული არ უთქვამს. ეს საპროცესო იმავე ოპერის ნაწილია, რასაც ხელისუფლების უმაღლესი პირები პირველი დღიდან საჯაროდ სთავაზობდნენ „აღიარე ყველაფერი, რაც დაგაბრალეს, ვითომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდი, ვითომ ვიღაცების დაკავებაში ხელს უშლიდი, შემდეგ დავალებით თავდაცვა განახორციელე ...ეს ყველაფერი აღიარე და ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზე“. ეს შესთავაზეს. სხვა არაფერი არ აქვს ბრალდებას. ყველაფერი დაიბრალე, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთო, მერე ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო. მეტი ზეწოლა რა უნდა იყოს. ეს შეთავაზება ეს არის, ანუ მას [მზია ამაღლობელი] ეუბნებიან - ასეთი მართლმსაჯულებაა, არაფრის შანსი არ გაქვს. პატიმრობიდან თავის დაღწევისგან ერთადერთი შანსი გაქვს - დაიბრალე ყველაფერი და შემდეგ ვისაუბროთ რამდენს და როგორ შეგიმსუბუქებთ. ეს იყო ბრალდების დღევანდელი პოზიცია“,- განაცხადა მწარიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს