მერია - თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„22 ივლისს, 00:30-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბებში.

სამივე გვირაბში არსებული განათებები თანამედროვე, ეკონომიური LED სანათებით იცვლება.

აღნიშნულ პერიოდში ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში საგზაო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება; გალაკტიონის ხიდის ქვეშ გვირაბში შეზღუდვა ცალმხრივად, „ლაგუნა ვერედან“ მშრალი ხიდის მიმართულებით იმოქმედებს; დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით ერთ ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს