გიორგი ბურჯანაძე - 2013 წელს „ოცნებამ“ მიმართა ეუთო/ოდირს და მონიტორინგი სთხოვა, განაცხადი იყო, რომ "დასამალი არაფერი გვაქვს" - ისტორია განმეორდა და სასამართლო სრულად დაიხურა მედიისთვის, ამ ფონზე გარეშე მონიტორინგი უმნიშვნელოვანესია

ძალით მონიტორინგის ჩასატარებლად ვერავინ მოვა და სადაზვერვო კუთხით ვერ იმუშავებს, რომ ჩუმად დააკვირდნენ. ეუთო/ოდირს სჭირდება, თანხმობა მიიღოს სასამართლო ხელისუფლებისგან, რათა მოახერხოს პროცესზე დაკვირვება, დეკემბრის შემდგომ ასეთი თანხმობა არ იქნა მიღებული, - ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტებს წვდომა აღარ აქვთ და საზოგადოების ინფორმირება აღარ ხდება, გარეშე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„2013 წელს თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა ეუთო/ოდირს და საქართველოში მონიტორინგის განხორციელება სთხოვა სასამართლო პროცესების, რომელიც მიმდინარეობდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, შესაბამისად, მათი („ქართული ოცნების“) განაცხადი იყო იმ კუთხით წარმოდგენილი, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და ყველაფერს ვახორციელებთ კანონის შესაბამისად, მოდით, დააკვირდით და შეაფასეთ, რას და როგორ ვაკეთებთ.

ეუთო/ოდირს აქვთ საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგია. ეს მეთოდოლოგია პროცესზე დაკვირვების საკმაოდ სანდო მეთოდოლოგიად ითვლება და მათ მიერ მომზადებული ანგარიშები ასახავს პრობლემებს, რომელიც პროცესზე გამოვლინდება. ასევე, ინსტიტუციურ საკითხებს, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსს თუ აქვს რაიმე ხარვეზი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დეკემბერში მიმართა ეუთო/ოდირს და ვიზიტის განხორციელება სთხოვა. ძალით ვერავინ მოვა მონიტორინგის ჩასატარებლად და სადაზვერვო კუთხით ვერ იმუშავებენ, რომ ჩუმად დააკვირდნენ. ეუთო/ოდირს სჭირდება, რომ თანხმობა მიიღოს სასამართლო ხელისუფლებისგან, რათა მოახერხოს პროცესზე დაკვირვება. დეკემბრის შემდგომ ასეთი თანხმობა არ იქნა მიღებული.

ჩვენ ვნახეთ, რომ დაახლოებით ოცი წლის წინანდელი ისტორია განმეორდა და სასამართლო პროცესები მთლიანად დაიხურა მედიისთვის. მანამდე ვუყურებდით იმას, როგორ ურცხვად იტყუებოდნენ პოლიციელები, როგორ აბსურდულ საკითხებს ასაბუთებდნენ პროკურორები, რა გადაწყვეტილებებს მოსამართლეები. ამ ფონზე, როდესაც ჟურნალისტებს წვდომა აღარ აქვთ, საზოგადოების ინფორმირება აღარ ხდება, გარეშე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს