გიორგი გახარია - “ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის კიდევ ერთხელ იყენებს - ეს არის პირდაპირი შეტევა მედიის თავისუფლებაზე და პირადი ანგარიშსწორება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს “ბათუმელებზე” - ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე, რომელიც დააარსა პოლიტპატიმარმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, “ქართული ოცნება სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის კიდევ ერთხელ იყენებს”.

„ამჯერად, შემოსავლების სამსახურს, რომელიც ანგარიშსწორების იარაღად აქცია, მაშინ როცა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პროპაგანდისტულ მედიებს შესაძლებლობა ეძლევათ, უპრობლემოდ დააგროვონ ათეულობით მილიონი ლარის საგადასახადო ვალი.

ეს არ არის ფინანსური დავა - ეს არის პირდაპირი შეტევა მედიის თავისუფლებაზე და პირადი ანგარიშსწორება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, ჩაქრეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საქართველოში”, - წერს გახარია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს