თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 29-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ.

“სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს. მათ ასევე იმსჯელეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ინიციატივასა და სწრაფი მხარდაჭერის საჭიროებებზე.

შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს