ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი - გვაქვს ეჭვი, რომ გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს „დიფ სთეითის“ გავლენით

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ კითხვას, კერძოდ, საელჩოს განცხადებაზე, რომლის თანახმად “ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი".

კობახიძის თქმით, არის ეჭვი, რომ გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც "დიფ სთეითის" გავლენით.

"რაც შეეხება ამერიკულ გზავნილს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ეს გზავნილი, გამომდინარე ქალბატონი დანიგანის უშუალო კავშირებიდან, გვაქვს ეჭვი, რომ ეს გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც "დიფ სთეითის" გავლენით. ამას ამყარეს რა - ჩვენი პასუხი, ბიძინა ივანიშვილის პასუხი იყო საჯარო, მან განაცხადა, შემდეგი რამ: ბიძინა ივანიშვილი არის შანტაჟის ქვეშ, პირდაპირი ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენება. არა მარტო ფინანსური, სანქციები, მანამდე იყო დე ფაქტო სანქციები, ფინანსების გაჩერება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს მოქმედებს შანტაჟის ქვეშ. რაც შეეხება ხელისუფლების ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს და სხვებს, ჩვენს შემთხვევაში ანალოგიური ტიპის შანტაჟი არ მოქმედებს. ჩვენ არ ვართ არც ფორმალური არც არაფორმალური სანქციების ქვეშ. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი უნდა იყოს ბუნებრივია, რატომ თქვეს, ელჩმა და შესაბამისმა პირებმა უარი მაგალითად, პრემიერ-მინისტრისთვის ამ გზავნილის გადმოცემასა და გაზიარებაზე. რა თქმა უნდა ეს გზავნილი ყველა შემთხვევაში მიაღწევდა ბიძინა ივანიშვილამდე ხომ? ამის პრობლემა არ იყო", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ თქვა, რომ როგორც ჩანს, მიზანი იყო, რომ "სწორედ იმ ადამიანისთვის გაეზიარებინა არა აშშ-ის, არამედ ამ შემთხვევაში „დიფსთეითს“ გზავნილი, რომელიც სწორედ შანტაჟის ქვეშ იმყოფება“.

შეგახსენებთ, 28 მაისს აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა:

ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“,- წერია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა