„დიდი შვიდეულის“ ელჩები - „დიდი შვიდეული“ ყურადღებით აკვირდება უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში განვითარებულ მოვლენებს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების გამო, რომლის დროსაც რუსეთის აგენტობაში ეჭვმიტანილი პირი გამოავლინეს.

“„დიდი შვიდეული“ ყურადღებით აკვირდება ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის NABU-ს რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულების გამოძიების პროცესს. შევხვდით ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს წარმომადგენლებს, გვაქვს სერიოზული შეშფოთება და ვაპირებთ ამ მოვლენების განხილვას მთავრობის ლიდერებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ მხარს უჭერენ „გამჭვირვალობას, დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და კარგ მმართველობას“ და აფასებენ უკრაინასთან პარტნიორობას კორუფციასთან ერთობლივად ბრძოლის მიზნით.

ცნობისთვის, ორშაბათს დილით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს რამდენიმე თანამშრომელთან ჩხრეკა ჩაატარა. უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სპეცოპერაციის მიზანი რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაცია იყო. ამ ქმედებების ფარგლებში, რუსეთთან ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ეჭვის საფუძველზე, ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების რეგიონთაშორისი დეპარტამენტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რუსლან მაგამედრასულოვი დააკავეს. ასევე დააკავეს ანტიკორუფციული ბიუროს ცენტრალური ოფისის თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს