ჟან-ნოელ ბარო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებების წინაპირობა უნდა იყოს, მოლაპარაკებები ბომბების ქვეშ არ შეიძლება წარიმართოს

რუსები მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებენ, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკებები ერთი მხარის მეორისადმი დამორჩილებას არ ნიშნავს, მათი წინაპირობა უნდა იყოს საბრძოლო მოქმედებების დასრულება,- უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ უკრაინელ კოლეგასთან ანდრეი სიბიგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ხუთი თვის წინ აჩვენა, რომ მზად იყო 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რითაც უპასუხა აშშ-ის წინადადებას. თუმცა, რუსეთის ფედერაციისგან პასუხს ჯერ კიდევ ელოდებიან.

„მაგრამ მოლაპარაკებების დროს ორივე მხარის პოზიციები და ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. მოლაპარაკება არ ნიშნავს ერთი მხარის მიერ მეორისადმი დამორჩილებას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებების წინაპირობა უნდა იყოს. მოლაპარაკებები ბომბების ქვეშ არ შეიძლება წარიმართოს“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცებისთანავე, მან თავის გუნდს სთხოვა, დაეწყოთ ახალ სანქციებზე მუშაობა, რათა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს