YouTube-მა ჩინეთთან, რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული ათასობით პროპაგანდისტული არხი წაშალა

კომპანია Google-ის განცხადებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 11 000-მდე YouTube არხი და სხვა ანგარიში წაშალა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ პროპაგანდისტულ კამპანიებთან ჩინეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, - ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წაშლილია ჩინეთთან დაკავშირებულ 7 700-ზე მეტი YouTube არხი.

ეს კამპანიები ძირითადად ჩინურ და ინგლისურ ენებზე ავრცელებდა კონტენტს, რომელიც ხელს უწყობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, მხარს უჭერდა პრეზიდენტ სი ძინპინს და კომენტარს აკეთებდა აშშ-ის საგარეო საქმეებზე.

ამასთან, წაშლილი 2 000-ზე მეტი არხი დაკავშირებული იყო რუსეთთან. კონტენტი რამდენიმე ენაზე იყო, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთს და აკრიტიკებდა უკრაინას, ნატო-ს და დასავლეთს.

გამოცემა წერს, რომ მაისში Google-მა წაშალა 20 YouTube არხი, Google Ads-ის 4 ანგარიში და ერთი ბლოგი, რომლებიც დაკავშირებული იყო რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებასთან, Russia Today-სთან.

Google-ის მეორე კვარტლის ანგარიშში ასევე აღწერილია აზერბაიჯანთან, ირანთან, თურქეთთან, ისრაელთან, რუმინეთთან და განასთან დაკავშირებული გავლენის კამპანიების წაშლა, რომელთა სამიზნეც, როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური მეტოქეები იყვნენ.

ზოგიერთი კამპანია ორიენტირებული იყო გეოპოლიტიკური კონფლიქტების ზრდაზე, მათ შორის ისრაელ-პალესტინის ომის ორივე მხარის ნარატივებზე.

ანგარიშების აქტიური წაშლა Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფის მიერ გლობალური დეზინფორმაციული კამპანიებისა და „კოორდინირებული გავლენის“ ოპერაციების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოს ნაწილია. Google-მა პირველ კვარტალში 23 000-ზე მეტი ანგარიში დაბლოკა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი