თბილისის საქალაქო სასამართლოში, ალი ბაბაევზე ძალადობის საქმეზე ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

პოლიტიკური ნიშნით დევნაში ბრალდებული ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქმის მოსამართლე შეიცვალა.

საუბარია 2024 წლის 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, სადაც პროკურატურის ცნობით, ალეკო ელისაშვილმა „აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„ერთი ვიცი, რომ მოსამართლე შემიცვალეს. რატომ გააკეთეს და რას აპირებენ, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ 3-წლიანი მუხლია და დამატარებენ ამ მუხლის გამო. პოლიტიკურ დევნას მედავება ალი ბაბაევი, რომელიც ამტკიცებს, რომ ძალიან ცნობილი პოლიტიკოსია და მეორე, მისი ირანელი მეგობარი, რომელიც დაჟინებით ამტკიცებს, რომ მე პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფას ვაყენებდი ალი ბაბაევს და ვდევნიდი, არადა, ამ კაცმა „ერთი ღერი“ ქართული არ იცის. რა მაგარი მოწმეა და რა მაგარი საქმე არის. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე პროვოკაცია იყო და უბრალოდ, ჩემს წინააღმდეგ საქმე რომ იყოს, რამე რომ დასჭირდეთ და 3 წლით დამიჭირონ, ამისთვის არის ეს საქმე, მეტი არაფრისთვის“,- განაცხადა ელისაშვილმა „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის