რუსეთის საგარეო უწყება - სანქციების საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც კიევს დახმარებას უწევენ, რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა აეკრძალებათ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-17 და მე-18 პაკეტების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა დასავლური ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების, სამთავრობო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ამ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, რუსულმა მხარემ მნიშვნელოვნად გააფართოვა ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ბრიუსელის ანტირუსულ პოლიტიკაში ინტეგრირებული რიგი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების სია, რომლებსაც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. საუბარია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და სხვა დასავლური ქვეყნების მოქალაქეებზე, სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებზე, რომლებიც პასუხისმგებლებია არიან კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში, ახორციელებენ საქმიანობას, რომლის მიზანი რუსეთის „ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ბალტიის ზღვაში რუსული გემებისა და ტვირთების გადაადგილების ბლოკადის ორგანიზებაა“. ასევე ევროპული სტრუქტურების, ევროკავშირისა და სხვა ევროპული ქვეყნების სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ „რუსი ჩინოვნიკების დევნაში, უკანონო დაპატიმრებებისა და უკრაინის ტერიტორიებიდან ადამიანების გაძევების“ გამო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის