თათია ნიკოლაშვილი ხელისუფლებას კურორტ ბახმაროს დამსვენებლებისთვის დროული დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი ცენტრალურ ხელისუფლებას კურორტ ბახმაროს დამსვენებლებისთვის დროული დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს.

ნიკოლაშვილის განცხადებით, ბახმაროში სტიქიის შედეგი მძიმეა - უხვმა ნალექმა გამოიწვია გზების ჩახერგვა, ამ დრომდე ცენტრალური გზებიდან ბახმარომდე მისვლა შეუძლებელია, ჩაკეტილია შიდა გზებიც.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ მყოფ ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი ბავშვები არიან, შესაბამისი დახმარება დროულად გაეწიოთ.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ბახმარო ეკუთვნის, შესაბამისი ტექნიკით მომარაგებული არ არის, არ აქვს შესაბამისი რესურსი. შესაბამისად, ცენტრალური მთავრობის უპირველესი ვალდებულებაა, მოხდეს ტექნიკის გადაცემა სხვადასხვა რეგიონიდან.

ბახმარო ისეთი ადგილი არ არის, სადაც ადამიანები პროდუქტებით მომარაგებულები მიდიან. შესაბამისი სამედიცინო პუნქტები არ არის. დროულად უნდა მოხდეს შესაბამისი რესურსების მობილიზება. ადამიანებისთვის დახმარების გაწევა ნომერ პირველი საზრუნავია, რადგან ბახმაროში ტურისტული ზონისთვის შესაფერისად მოწყობილი სამედიცინო პუნქტი და სხვა რესურსები არ არის“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია