კახა კალაძე - გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან იყო გადაცდომა და ძალიან მძიმე ფაქტები, მათ შორის კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ, თუმცა, რატომ უწოდებთ „სინდისის პატიმრებს“ მათ, ვინც სამართალდამცველებს მძიმე საგნებსა და ქვებს ესროდნენ?

გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან იყო გადაცდომა, თუმცა, რატომ უწოდებთ „სინდისის პატიმრებს“ მათ, ვინც სამართალდამცველებს მძიმე საგნებსა და ქვებს ესროდნენ? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად რელიგიური, პოლიტიკური და სექსუალური შეხედულებებისა.

„ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად რელიგიური, პოლიტიკური და სექსუალური შეხედულებებისა. გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის თუ სპეცრაზმელის მხრიდან იყო გადაცდომა და ძალიან მძიმე კონკრეტული ფაქტები, თუნდაც კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ. მაგრამ მომიტინგეები, რომლებიც პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და მძიმე საგნებს ესროდნენ, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით? მათ დღემდე „სინდისის პატიმრებს“ უწოდებთ. არადა არსებობს შესაბამისი კადრები, როცა დანაშაული ჩაიდინეს. ადამიანი, რომელიც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა, შეიწყალეთ და გმირად გამოიყვანეთ. ეს არის პრობლემა, რომ ძალადობას პირდაპირ ახალისებთ, ხელს უწყობთ პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას. ამას გარედან გეუბნებიან, გაფინანსებენ, გაძლევენ მითითებებს. ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი