გურამ მაჭარაშვილი - თუ ქართველ ადამიანს ეუბნები, შენი ღირებულებები განულებული იქნება და მხოლოდ მაშინ მოგცემ ვიზალიბერალიზაციას, რად უნდა იმ ადამიანს ვიზალიბერალიზაცია, ან სადმე წასვლა, თუ ქართველობა აღარ ექნება?!

ქართველ ადამიანს თუ ეუბნები, რომ შენი ღირებულებები განულებული იქნება და მხოლოდ მაშინ მოგცემ ვიზალიბერალიზაციას, რად უნდა იმ ადამიანს ვიზალიბერალიზაცია, ან სადმე წასვლა თუ ქართველობა აღარ ექნება?! -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ მიიღო დამსახურებულად და არსად არ ეწერა, რომ თუ „გამჭვირვალობის კანონს“ მიიღებდა ქვეყანა, ან თუ არასრულწლოვანებსა და ტრადიციებს დაიცავდა, ამ შემთხვევაში შეუჩერდებოდა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვიზალიბერალიზაცია ქართველმა ხალხმა და საქართველოს სახელმწიფომ მიიღო დამსახურებულად და მიიღო იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებების მქონე იყო, დემოკრატიული ინსტიტუტები იყო, ყველა ის კრიტერიუმი, რაც არსებობდა, ქვეყანამ დააკმაყოფილა და შედეგად, მიიღო ვიზალიბერალიზაცია. არსად არ ეწერა იქ, რომ თუ „გამჭვირვალობის კანონს“ მიიღებს ქვეყანა, ან თუ არასრულწლოვანებსა და ტრადიციებს დაიცავს, ამ შემთხვევაში შეუჩერდება. არც დღეს არ წერია მსგავსი რამ არსად, ევროკავშირის არცერთ ნორმატიულ აქტში.

ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს. ამ ე.წ. შანტაჟს. ის რომ ეს არის შანტაჟის მექანიზმი, ყოველდღე ვლინდება. თუ უცხოური, თუ აქაური „ენჯეო“, თუ ვითომ პოლიტიკოსებისა და ვითომ ტელევიზიების მხრიდან. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ძალიან გააშარჟეს და ამბობენ, რომ არასერიოზულია, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში; ეს არ არის პრობლემა საქართველოში; ეს არაფერ შუაში არ არის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. და ჩვენც მაგას ვამბობთ, რომ არაფერ შუაში არაა ეს კანონები ვიზალიბერალიზაციის არათუ მიღებასთან, უკვე მიღებული სარგებლის შეჩერებასთან. მოდი, ერთად ვკითხოთ ევროკავშირის ელჩს, ერთხელ რატომ არ დასვით კითხვა, ერთხელ რატომ არ კითხეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რა კავშირი აქვს საერთოდ აქ კაცების გათხოვება ოფიციალურად იქნება თუ არა, ლგბტ პროპაგანდა იქნება თუ არა, „გამჭვირვალობის კანონი“ იქნება თუ არ იქნება, რომელიც Fara-ს სახით ამერიკაში მოქმედებს, რა კავშირი აქვს ამას, უკვე მიღებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხთან? ამ კითხვას რატომ არ სვამთ? თქვენ ხომ გინდათ, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს? თუ გინდათ? გინდათ თუ არ გინდათ?

სამწუხაროდ, დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატიის უმრავლესობა ცდება, როდესაც ქართულ მენტალიტეტს არასწორად აფასებს, ქართულ ღირებულებას, მათ შორის, ევროპულ ღირებულებას არასწორად აფასებს. როცა ქართველ კაცს ეუბნები, რომ შენ რაც დამსახურებულად მიიღე, 2017 წელს, ვიზალიბერალიზაცია, იქ კრიტერიუმები დააკმაყოფილე, დღეს ახლა შანტაჟის ენით ეუბნები, შენ თუ ოფიციალურად შენს ქვეყანაში გეიაღლუმებს არ მოაწყობ, კაცების ქორწინებას არ დააკანონებ, გაუმჭვირვალედ არ დათანხმდები რევოლუციების დაფინანსებას, მაშინ უვიზო რეჟიმს შეგიჩერებ, ამას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, მიიღებს შეურაცხყოფად. რა თქმა უნდა, ეროვნული ღირებულება ყველაფერზე მაღლა დგას. აქ ეშლება „დიფ სთეითსა“ და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას. ქართველ ადამიანს თუ ეუბნები, რომ შენი ღირებულებები განულებული იქნება და მხოლოდ მაშინ მოგცემ ვიზალიბერალიზაციას, რად უნდა იმ ადამიანს ვიზალიბერალიზაცია, ან სადმე წასვლა თუ ქართველობა აღარ ექნება?!“- განაცხადა მაჭარაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო