დავით ნარმანიამ და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების თავმჯდომარემ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგულირების საკითხები განიხილეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, დავით ნარმანიასა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების თავმჯდომარეს, ჯორჯ ნიკოლესკუს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგულირების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობასა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით ეფექტიანი მარეგულირებელი ნორმების შემუშავების აუცილებლობაზე.

„მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ხელი მოეწერება სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს რეგულირებად სექტორებში გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით.

სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს