სტივენ დაუთი - ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მზარდი რეპრესიებით - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ჩაერთოს ინკლუზიურ დიალოგში

ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებული მზარდი რეპრესიებით, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრის, ვენდი მორტონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, გადადგამს თუ არა მისი უწყება ნაბიჯებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, დაუთმა უპასუხა:

„ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიებით. 11 ივლისს, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. მე არაერთხელ გავაკრიტიკე რეპრესიული კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სამოქალაქო საზოგადოება და მშვიდობიანი მომიტინგეები არიან. შევამცირეთ ორმხრივი თანამშრომლობის დონე და განვიხილავთ ყველა სხვა ხელმისაწვდომ ვარიანტს. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში საქართველოს მომავლის ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - განაცხადა დაუთმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება