ანა ბუჩუკური - „ოცნებას“ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაყრუებული ჰქონდა და ერთი წლის თავზე მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც ჩორჩანას საქმეში „გაასხეს“

„ოცნებას“ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაყრუებული ჰქონდა და ერთი წლის თავზე მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც ჩორჩანას საქმეში „გაასხეს“ - როდესაც „ოცნებამ“ საკუთარი პროპაგანდით ჩორჩანას საქმე წააგო და „გაასხა“, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენებაზე გადავიდა! ამ ყველაფრის მიზანი გიორგი გახარიას პოლიტიკური ნეიტრალიზებაა, მაგრამ ვერ მოვართვით! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურმა აქვე დასძინა, რომ ეჭვი არ ეპარებათ, კიდევ სხვა საქმეს, “მორიგ ფეიკს წამოსწევენ“.

ბუჩუკურის თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს.

“სტრასბურგი სასამართლომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სიტყვა-სიტყვით თქვა ის, რასაც ჩვენი გუნდი ექვსი წელია ამბობს. “ოცნებას“ 20 ივნისის გამოძიება რატომღაც ახლა გაახსენდა.

გაგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი გახარია ობიექტურ გამოძიებას ყოველთვის ემხრობოდა. გაგახსენებთ იმასაც, რომ “ოცნებამ“ 20 ივნისზე ამნისტია გამოაცხადა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის გამოცხადების წინააღმდეგი იყო, ვიყავით ჩვენ.

გამოძიებაზე უარი თავად “ოცნებამ“ თქვა, როდესაც ამნისტია გამოაცხადა. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას, ალბათ, ექვსი წლის თავზე, რუსთველზე, გიორგი გახარიას ანაბეჭდებს ეძებენ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო