ევროკომისია უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროსა და ანტიკორუფციულ პროკურატურაზე - ეს ინსტიტუტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის რეფორმების დღის წესრიგისთვის და დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ

ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის მიერ ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებების გამო და მიანიშნა №12414 კანონის განხილვასა და მიღებაზე, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებებს ეხება , - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიიომ მერსიემ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ინსტიტუტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის რეფორმების დღის წესრიგისთვის და დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ კორუფციასთან საბრძოლველად და საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა გიიომ მერსიემ.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და მხარს დაუჭერს უკრაინას კანონის უზენაესობის დაცვაში. ამასთან, ევროკომისიის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ფინანსური დახმარება უკრაინას მიეწოდება „გამჭვირვალობის, სასამართლო რეფორმისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში პროგრესის მიღწევის პირობით“.

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მისგან კორუფციასთან ბრძოლისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის ძლიერ შესაძლებლობებს მოითხოვს“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად, ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების ჩხრეკა ჩაატარა. მათი განმარტებით, ჩხრეკა „ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაციის ოპერაცია“ იყო. დღეს კი უკრაინის პარლამენტარებმა 263 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გავლენას ახდენს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის საქმიანობაზე და გარკვეულ უფლებამოსილებებს გენერალური პროკურორის ოფისს გადასცემს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის