„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დედაქალაქში არსებულ გვირაბებში LED სანათები დაამონტაჟეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის გვირაბებში გარე განათების ქსელის განახლების პროცესი სრულდება.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო ეტაპზე ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ გვირაბებში არსებული სანათები LED განათების სისტემით შეიცვალა. სამივე გვირაბში, საერთო ჯამში, 156 ერთეული თანამედროვე სტანდარტების, მძლავრი ნათების მქონე, ენერგოეფექტური სანათი დამონტაჟდა.

მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„დედაქალაქში არსებულ გვირაბებში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია თითქმის დავასრულეთ. მოგეხსენებათ, LED სანათების ხარისხი ბევრად უკეთესია, ასევე, ნაკლებად ხარჯიანი და მეტად გამძლეა. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის ხარჯის 65%-იან ეკონომიას მივიღებთ“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

გარე განათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის მერიის დავალებით ახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს