ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებმა, არტემ გრიბულმა და ანატოლი ჩეჩინმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინი და მისი თანამესაკნე შიმშილობენ. როგორც ჩეჩინის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის მერვე დაწესებულებაში დღეს მოინახულა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არტემ გრიბულს სამი მოთხოვნა აქვს:

  1. მედიას მიეცეს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება;
  2. პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიმართ მათი საჩივრების საფუძველზე;
  3. ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობა გამოსწორდეს: მიეცეს ნორმალური კვება, სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანონ ნათელ, სუფთა და ფართო კამერაში.

არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამუდოროვას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიაჩნია, რომ მის საქმეზე „არ ჩატარებულა ობიექტური და სრული გამოძიება". ის აპროტესტებს ფაქტს, რომ საქმის არსებით განხილვამდე სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არტემ გრიბულის პროკურატურა 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება. არც ჩეჩინი და არც ზინოვკინა და გრიბული ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი „ჩაუდო“ – მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა