ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების გზავნილებიდან ჩანს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა რეალურია და ფონის შექმნას ემსახურება - ამას საქართველოსთვის დამანგრეველი შედეგები ექნება

ხელისუფლების გზავნილებიდან ჩანს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა მართლაც რეალურია და ფონის შექმნას ემსახურება მათი გზავნილები, - ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ანდრო გოცირიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვას საქართველოსთვის ყველა მიმართულებით დამანგრეველი შედეგები ექნება.

„ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, რაიმე ფორმით შეზღუდვას ნეგატიური გავლენა ექნება პოლიტიკურ განზომილებაში, ეკონომიკურ განზომილებაში და კულტურულ განზომილებაში. კულტურულ განზომილებაში ეს ყველაფერი გამოიწვევს საქართველოს მოქალაქეების მოწყვეტას ევროპული ღირებულებებისგან და ცხოვრების წესისგან და რუსულ სამყაროში ინტეგრაციას. ცხადია, ნაკლები მგზავრობები იქნება, ეს ნიშნავს ნაკლები ფულის დახარჯვას ქართული ეკონომიკის საკეთილდღეოდ, ეს ნიშნავს ნაკლები პროდუქტების შეძენას, ნაკლებ გადაადგილებას, რეისების შემცირებას. ეს ყველაფერი ქართულ ეკონომიკას ძალიან მძიმედ დაარტყამს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ეს ყველაზე დამანგრეველი იქნება. ჩვენი სატკივარი არის დროებით ოკუპირებული ტერიტორია და უნდა ვთქვათ, რომ ერთადერთი, რაც მათ, აფხაზებს, ოსებს, შეიძლება აინტერესებდეთ საქართველოსთან ინტეგრაციის თვალაზრისით, არის ის, რომ იქაც წამოვიდა ახალგაზრდობა, რომლებსაც აღარ უნდათ რუსულ სამყაროში ცხოვრება. მათთვის ჩვენ მიმზიდველი ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხიდი ევროპასთან და თუ კი საქართველოსაც არ ექნება უვიზო მიმოსვლა და ინტეგრაციის დაბალი ხარისხი ექნება ევროპასთან, მაშინ მათ საერთოდ რაღა უნდათ ჩვენთან? საქართველოსთან ინტეგრაციას რა აზრი უნდა ჰქონდეს.

ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვას საქართველოსთვის ყველა მიმართულებით დამანგრეველი შედეგები ექნება. ვისურვებდი, რომ ეს შედეგი არ დადგეს და შეზღუდვა არ იქნას შემოღებული. თავისთავად ის ფაქტიც, რომ ვიზალიბერალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, უკვე საკმარისია ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად იმიტომ, რომ ეს ევროპის ბიუროკრატიასა და სახელმწიფოს მართვაში იწვევს ძალიან დიდ იმედგაცრუებასა და კითხვის ნიშანს ევროპული მომავლის მიმართ. საქართველოს სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოების ინტერესები, მხოლოდ და მხოლოდ ევროპული გარემოში შეიძლება იყოს დაცული; სხვა ჰქონდა ჯერჯერობით სამყაროში არ არსებობს და მხოლოდ ამ გზით შეიძლება საქართველომ, როგორც სახელმწიფომ შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს