საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს

საბერძნეთში გაქცეული მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს, კიშინიოვმა მისი ექსტრადიციის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ მოლდოვის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლორეტა ლისნიკმა მოლდოვურ მედიას დაუდასტურა.

“იუსტიციის სამინისტრომ ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადიციის პროცედურა დაიწყო მას შემდეგ, რაც კიევში “ინტერპოლის” ბიურომ ოფიციალურად შეგვატყობინა საბერძნეთში მისი დაკავების შესახებ. ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას საბერძნეთის შესაბამის ორგანოებში გააგზავნიან”, - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან აღნიშნა, რომ სამინისტრო ყურადღებით აკვირდება ვითარებას “მოლდოვის ინტერესების დასაცავად”.

ცნობისთვის, 22 ივლისს მოლდოვის პოლიციამ ინფორმაცია გაავრცელა ათენის აეროპორტში გაქცეული მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის დაკავების შესახებ. მათი ცნობით, პლახოტნიუკი დუბაიში მიემგზავრებოდა და ათენის აეროპორტში ტრანზიტით იმყოფებოდა.

“ინტერპოლმა” პლახოტნიუკი საერთაშორისო ძებნაში 2025 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა. მოლდოვის პროკურატურის ცნობით, პლახოტნიუკმა 39 მილიონი აშშ დოლარი და 3.5 მილიონი ევრო მიიღო კომპანიების მეშვეობით, რომლებსაც რუსი ოლიგარქი ილან შორი აკონტროლებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს