გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე გადაადგილება თავისუფალია

ჩოხატაური-ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გადაადგილება თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, დაბა ბახმაროში ძლიერი წვიმის გამო შექმნილ პრობლემებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან ერთად გაეცნო.

„დაბა ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოების მიზნით დროულად იქნა მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა. გზა სრულად გაწმენდილია ქვა-ღორღისგან, რომელიც ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩამოიტანა და ამ დროისთვის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს