თბილისის ისტორიულ ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ცენტრალური ფოსტის შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს, მასშტაბური რეკონსტრუქციის შედეგად ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გარდაიქმნა. „სილქ დეველოპმენტის“ მიერ რეკონსტრუირებული სასტუმრო „ტელეგრაფი“ 2025 წლის 19 ივნისიდან ოფიციალურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს და აერთიანებს 239 ნომერს, შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარსა და მრავალფუნქციურ საკონფერენციო-საბანკეტო სივრცეებს.
„კოლიერსის“ და „ტელეგრაფის“ მრავალწლიანი პარტნიორობა განვითარების ყველა ეტაპზე
პროექტის დაწყებიდან მის რეალიზაციამდე, „კოლიერსი“ აქტიურად იყო ჩართული პროცესების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. იდეისა და განვითარების კონცეფციის არაერთი ტრანსფორმაციის პარალელურად, აუცილებელი ხდებოდა ქონების ღირებულების განახლებული შეფასება, რასაც „კოლიერსის“ გუნდი სისტემატურად უზრუნველყოფდა.
წლების განმავლობაში „კოლიერსის“ გუნდი აფასებდა ქონებას სხვადასხვა მიზნობრიობით - როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. სამუშაო მოიცავდა ადგილზე მრავალჯერად ვიზიტს, ტერიტორიის დეტალურ დათვალიერებას და კლიენტის მიერ მოწოდებული ფინანსური მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს. აღნიშნული ინფორმაცია ინტეგრირდებოდა შეფასების დასკვნაში, რომლებიც გამოიყენებოდა სხვადასხვა მიზნებისა და დანიშნულებისთვის.
ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე სტანდარტების თანაარსებობა
სასტუმროს არქიტექტურული კონცეფცია შემუშავდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სტუდიის – Neri&Hu-ს მიერ, რომლის მთავარ მიზანს შენობის ისტორიული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ პროექტმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და The Leading Hotels of the World-ის წევრი გახდა, რაც საქართველოში უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დანერგვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„კოლიერსის“ ჩართულობა ამ პროექტში კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფართო გამოცდილებას როგორც ღირებულების შეფასებაში, ისე მნიშვნელოვანი და კომპლექსური პროექტების მხარდაჭერაში. ეს პარტნიორობა წარმოადგენს ღირებულ გამოცდილებას როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს უძრავი ქონების სექტორისისთვის.
colliers.ge | +995 32 222 4477| Georgia@colliers.ge
(R)