მამუკა მდინარაძე - გებელსისეული პროპაგანდის არსი: დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ, ამ სიბინძურეს „დიფ სთეითი“ აორგანიზებს - აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა „რუსული“ იქცა

გებელსისეული პროპაგანდის არსი: დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ - აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა „რუსული“ იქცა, პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს და ავრცელებს საარქივო ჩანაწერებს ოპოზიციონერებისა და ასევე, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებებიდან, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პროსუსულს უწოდებენ.

მდინარაძის თქმით, „ამ სიბინძურეს „დიფ სთეითი“ აორგანიზებს“.

„გებელსისეული პროპაგანდის არსი - დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ!

ამ სიბინძურეს „დიფ სთეითი“ აორგანიზებს - ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ამბობს…

რუსული, რუსულმა, რუსულს… ამასობაში აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა “რუსული” იქცა. პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ“,- წერს მდინარაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს