კირილ ბუდანოვი - ტრამპის გუნდში უკრაინის მტრები არ არიან, რუბიო და კელოგი არიან, რომელთა პოზიცია მკაფიოა: უკრაინის დახმარება აშშ-ის ეროვნული ინტერესების ნაწილია - ამერიკა ჩვენი მეგობარია

ტრამპის გუნდში უკრაინის მტრები არ არიან, საკვანძო ფიგურები რუბიო და კელოგი არიან. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა უკრაინულ გამოცემა Kyiv Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

“უკრაინისთვის საკვანძო მომენტი ის არის, რომ ამ [ტრამპის] გუნდში უკრაინის მტრები არ არიან. რა თქმა უნდა, არის ხალხი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკურად უყურებს დახმარებას, რომელსაც გვაწვდიან. მაგრამ არიან ისინიც, ვინც ასეთ დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევს. ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს და ასევე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის დასახელება. და მათი პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა - უკრაინისთვის დახმარება აშშ-ის ეროვნული ინტერესების ნაწილია. ამიტომ ის უნდა გრძელდებოდეს და იზრდებოდეს როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად”, - განაცხადა ბუდანოვმა.

მან ასევე აშშ-უკრაინის ურთიერთობების პერსპექტივაზეც ისაუბრა.

“არასდროს დამიკარგავს ამ საკითხზე ოპტიმიზმი. ამერიკა ჩვენი მეგობარია. კი, ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის მარტივი არ არის. მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვპოულობთ საერთო ენას. ის ფაქტი, რომ კიტ კელოგი ახლა ომის დასრულებისთვის აშშ-ის ინტერესების მთავარი წარმომადგენელია, ამ მიდგომის სისწორეზე მეტყველებს. სტრატეგიული პარტნიორები ვართ. და ჩვენი თანამშრომლობა ორივე ქვეყანას აძლიერებს,” - განაცხადა ბუდანოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს