ირაკლი ქადაგიშვილი - შანტაჟის გზაზე ერთადერთი ეფექტური იარაღი, რომელიც ქართველისთვის რეალურად ხელშესახები იყო, ვიზალიბერალიზაციაა - დღეს მზად არიან, ხალხს წაართვან ის, რაც მათივე ძახილით, ხალხისთვის იყო

შანტაჟის გზაზე ერთადერთი ეფექტური იარაღი, რომელიც ქართველისთვის რეალურად ხელშესახები რამ იყო, ვიზალიბერალიზაცია იყო - მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს ხალხისთვის იყო და არა მთავრობისათვის! დღეს მზად არიან, ხალხს წაართვან ის, რაც მათივე ძახილით ხალხისთვის იყო , - განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საფრთხეზე საუბრისას ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ “ყველაფერი დაკავშირებულია ერთ რამესთან - როგორ მოიყვანონ აგენტურა უკან ხელისუფლებაში, რაც არც შანტაჟით არ გამოვა“.

“თუ ჩვენ ვიზალიბერალიზაციის მიღების გზას და იმ პირობებს შევხედავთ, რასაც ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს უნდა აკმაყოფილებდეს, ქვეყანა ამ მხრივ პირნათელია. ყოველ წელს რა რეკომენდაციებიც ამ მიმართულებით მოდიოდა, საქართველოს ხელისუფლება ასრულებდა - საქართველომ ემიგრაციასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიიღო. მუდმივად ხდება ანტიკორუფციული პოლიტიკის განახლება და შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება.

ევროპელი მინისტრების მინისტერიალზე ვნახეთ, რომ მათ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს - რამდენიმე ქვეყანა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, ბევრმა თავი შეიკავა და სხვა პოზიცია დააფიქსირა.

ევრობიუროკრატიის იმ ნაწილის მიზანი, რომელიც საქართველოს არჩევნებში უხეშად ერეოდა, არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგის მიღება იყო. როდესაც მათთვის სასურველი შედეგი ვერ დადგა, შანტაჟის ახალი ტალღა დაიწყო.

ეს არის შანტაჟის კლასიკური მეთოდი. ამის მიზანი არც დემოკრატიაა და არც სხვა აღმატებული რამ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს