სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას

მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გუნტერ კრიხბაუმთან, ევროპის საქმეებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გუნტერ კრიხბაუმთან, ევროპის საქმეებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან. მან ქართველი ხალხისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას - მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული გზის დაცვა”, - წერს ზურაბიშვილი.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა