სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და თურქული მედია ავრცელებს.

უკრაინულ დელეგაციას რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს - ახლა უკვე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, რუსულ დელეგაციას კი კვლავ პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი.

თურქული მედიის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე შესავალი სიტყვით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების საბოლოო მიზანი ცეცხლის შეწყვეტაა, რაც მშვიდობისკენ გახსნის გზას.

მანამდე, უკრაინული დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მის უფროს თანაშემწეს, აკიფ კილიჩსა და ფიდანს შეხვდა.

წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების ძირითადი თემა ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადებაა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის