კახა კალაძე - ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, უახლოეს მომავალში გვექნება  ოფიციალური წარდგენა - „ქართული ოცნება“ არის  ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში მიიღებს 100%-იან გამარჯვებას

არ მინდა, ვისაუბრო ამ ადამიანებზე, ჩემი მხრიდან უხერხული იქნება, გახლავართ ქალაქის მოქმედი მერი, ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ ვის ელოდება კონკურენტებად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

კახა კალაძის თქმით, ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი და გაიხსნება საარჩევნო კამპანია.

"უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ, ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს, მუშაობა დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე უკვე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში.

კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს საუბარი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია, რომელიც აწუხებს თბილისი მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე მან ისაუბრა რეიტინგებზე.

„რეიტინგებს რაც შეეხება, აქაც კიდევ ერთხელ პირდაპირ, შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ოლქში როგორც საკრებულოს დონეზე, ასევე, მერების თვალსაზრისით, მიიღებს 100 პროცენტიან გამარჯვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომელის განცხადებასაც "იმედი" ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი