უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მძიმედ დაავადებული და დაჭრილი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ.

„დღეს სტამბოლში შეთანხმებული გაცვლის მეცხრე ეტაპი გაიმართა. მძიმედ დაავადებული და დაჭრილი დამცველები სახლში ბრუნდებიან“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, სტამბოლში მიღწეულ შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ, საერთო ჯამში, 1 000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება შეძლო.

ამავდროულად, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თითოეული მხრიდან, დაახლოებით, 250 ადამიანი გაცვალეს. მისი თქმით, ეს გაცვლის ბოლო პარტიაა ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.

ომის ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გაცვლის ფარგლებში უკრაინაში დაბრუნდა უკანასკნელი დამცველი კუნძულ ზმეინიდან, ვიტალი გირენკო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს