რუსებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს შეუტიეს, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ჩერკასზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა და 7 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ჩერკასის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტაბურეცმა და ჩერკასის მერმა, ანატოლი ბონდარენკომ განაცხადეს.

„სარაკეტო თავდასხმა რეგიონულ ცენტრზე. ქალაქში რამდენიმე ხანძარია. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაშავდა“, - აღნიშნა იგორ ტაბურეცმა.

მოგვიანებით, ჩერკასის მერმა, ანატოლი ბონდარენკომ განაცხადა, რომ უახლესი ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

„გვყავს შვიდი დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი“, - აღნიშნა მერმა.

ამასთან, რუსებმა თავდასხმა განახორციელეს ოდესაზეც, რის შედეგადაც, „პრივოზის“ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ „მაშველები რუსული ტერორის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ და ცდილობენ, ოდესელებისთვის და ყველა ტურისტისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი ხანძრისგან იხსნან“.

რუსებმა დრონებით ნიკოლაევსაც შეუტიეს, რამაც ქალაქში ხანძარი გამოიწვია. ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს