სემეკში ტაჯიკეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ტაჯიკეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ენერგეტიკის სექტორის რეგულირების პრინციპებსა და მნიშვნელობას შეეხებოდა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, შეხვედრა გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და ტაჯიკეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრის მოადგილემ, საფარზოდა მანუჩერ ბახოდურმა.

„სემეკის წარმომადგენლებმა ტაჯიკელ სტუმრებს გააცნეს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის, ბაზრის მონიტორინგისა და ელექტროენერგიის ქსელის წესების საკითხები. ამასთანავე, მიაწოდეს ინფორმაცია სატარიფო პოლიტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხის კონტროლის მნიშვნელობის შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!