ვოლოდიმირ ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას რუსეთი სამოქალაქო პირებზე თავდასხმებით პასუხობს - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დიპლომატიამ იმუშაოს, თუმცა, ეს ომი რუსეთმა უნდა დაასრულოს, ომი, რომელიც თავად დაიწყო

ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას რუსეთი სამოქალაქო პირებზე თავდასხმებით პასუხობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გუშინ, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაეცა წინადადება დაუყოვნებლივი და სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პასუხად, რუსულმა დრონებმა ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები და „პრივოზის“ ბაზარი, ჩერკასში საცხოვრებელი კორპუსები, ხარკოვის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ზაპოროჟიეში უნივერსიტეტის სპორტდარბაზი დაბომბეს. ასევე, მათ დონეცკის, სუმისა და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა 103 დრონი და 4 რაკეტა გამოიყენეს.

„სამწუხაროდ, ხარკოვის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა. მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. ჩერკასში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა წლის ბავშვი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „რუსეთი ტერორს აგრძელებს და ცდილობს დიპლომატიას ხელი შეუშალოს“.

„ამიტომ, აუცილებელია სრულმასშტაბიანი სანქციები და ჩვენ მიერ დარტყმების განხორციელება მათ სამხედრო ბაზებსა და სამხედრო საწარმოო ობიექტებზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიამ იმუშაოს. თუმცა, ეს ომი რუსეთმა უნდა დაასრულოს - ომი, რომელიც თავად დაიწყო“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს