ნიკა მელიასთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარებულ თავისუფლების აღკვეთას დაცვის მხარე, სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

როგორც ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას იყენებს, შესაბამისად, დღევანდელი საჩივარიც ამას ემსახურება.

„განაჩენი არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო. ვერ ასაბუთებს იმას, თუ რატომ გამოიყენა ნიკა მელიას შემთხვევაში შეკრებითობა და ასევე, ვერ ასაბუთებს იმას, რატომ გამოიყენა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ყველაზე მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა. ჩვენს საჩივარში დეტალურად არის მითითებული, თუ რატომ არ უნდა გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი სასჯელი, მათ შორის რატომ იყო უპრეცედენტო განაჩენი შეკრებითობის ნაწილში. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არ გაგვაჩნია მართლმსაჯულების ორგანო სააპელაციო სასამართლოსგან არანაირი დადებითი მოლოდინი არ გვაქვს“,- განაცხადა ბექა კვინიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს