ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, 25 ივლისს, დილის 11:00 საათიდან 26 ივლისის დილის 03:00 საათამდე საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ჯივიპის“ განმარტებით, მიზეზი მერაბ ალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოებია.

„საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება 1 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და 600 მეტრამდე სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე 42 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 4 სახანძრო ჰიდრანტი და 42 საკვანძო ჭა მოეწყობა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, გადაერთებით სამუშოებს, ხვალ, 25 ივლისს, დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 25 ივლისს, დილის 11:00 საათიდან 26 ივლისის დილის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - კვერნაძის, აკურის, ალექსიძის, ტყვარჩელის, აფაქიძის, ასლანიდის (ალმასიანის) და ბერბუკის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია