კახა კალაძე - „MEGOBARI აქტი“ სრულად გაჯერებულია სიცრუითა და ცილისწამებით - გამოაშკარავდა, რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აღნიშნულ აქტში: 360 ათასია გადახდილი და კონგრესმენ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული, რომ საქართველო გააშავოს

ჯამში 360 ათასია გადახდილი და არის კონკრეტული კონგრესმენი, პატივცემული უილსონი, რომელსაც 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ და ტყუილი ინფორმაცია ჩაწეროს აღნიშნულ აქტში [„MEGOBARI აქტი“], - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „MEGOBARI აქტი“ სრულად სიცრუით, ცილისწამებით და ტყუილით არის გაჯერებული.

„არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული აღნიშნულ აქტთან [„MEGOBARI აქტი“] დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ ეს აქტი სრულად გაჯერებულია, სიცრუით, ცილისწამებით და ტყუილით. გამოაშკარავდა, რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აღნიშნულ აქტში. ჯამში 360 ათასია გადახდილი და არის კონკრეტული კონგრესმენი, პატივცემული უილსონი, რომელსაც 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ და ტყუილი ინფორმაცია ჩაწეროს აღნიშნულ აქტში. ეს არის მოცემულობა და რეალობა, რაც ცნობილი გახდა, FARA-ს კანონიდან გახდა ცნობილი. ეს არის იგივე კანონი, რომელიც მივიღეთ და ასე ებრძვიან. ყველა ხვდება, თუ რატომ და რისთვის. ზოგადად, არ იქნებოდა ამ კანონის მიღების აუცილებლობა, რომ არა ის შემოტევები და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვიხილეთ. თუმცა არავის არაფერი გამოუვა და ჩვენ ხალხთან ერთად ქვეყნისა და ხალხის ინტერესს დავიცავთ“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი