აღსრულების პოლიციელი - თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილთან უკვე განხორციელდა მოლაპარაკება, მიიღეს გარკვეული სახის დაკმაყოფილება, დანარჩენთან მოლაპარაკება ახლა მიმდინარეობს

თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილთან უკვე განხორციელდა მოლაპარაკება, მიიღეს გარკვეული სახის დაკმაყოფილება, დანარჩენთან მოლაპარაკება ახლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ აღსრულების პოლიციელმა ჯემალ ზურაშვილმა თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის შესახებ მედიასთან განაცხადა

მისივე თქმით, აღსრულების ბიურო უშუალოდ არის ჩართული მოლაპარაკებებში.

„როგორც ცნობილია, 10 საათიდან დაიწყო აღსრულების იძულებითი ღონისძიება. პარალელურად მიმდინარეობს მცხოვრებლებთან კომუნიკაცია, კრედიტორ მხარესთან და სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებასთან ჩართულობით. ნაწილთან უკვე განხორციელდა მოლაპარაკება, მიიღეს გარკვეული სახის დაკმაყოფილება, დანარჩენთან ახლა მიმდინარეობს. აღსრულების ბიურო უშუალოდ არის ჩართული მოლაპარაკებებში, ჩვენი და სახელმწიფოს სხვა უწყებების სურვილია არცერთი მათგანი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ“,- აღნიშნავს ჯემალ ზურაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს